ახალგაზრდა ქუთაისელის მარიამ მაღლაკელიძე პერონალური გამოფენა “The Tree of Life“ ნიუ-იორკში „Ground Floor Gallery“-ში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. გამოფენა კონცეპტუალურად ასახვდა სამყაროსა და ცხოვრების კომპლექსურობას, კავშირებს ადამინებსა და ბუნებას შორის.
მარიამის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ზეთი, აკრილი, მელანი, პასტელი, ალკოჰოლურ მელანში შესრულებული ნამუშევრები მნახეველს საშულაებას აძლევდა ემოგზაურათ მარიამის სულიერ სამყაროში.
„მნიშვენელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამინებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე“, – აცხადებს მარიამ მაღლაკელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.