უმძიმესი შემთხვევა მოხდა გორში. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს რომელიც ჯარისკაცია, სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით სასტიკად სცემეს და წმინდაწყლის დასახლებაში, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაში დატოვეს. როგორც წყარო dianews.ge-ს უყვება ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც საპატრულო პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგილი დატოვა. დაზარალებული სხვადასხვა დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში პირველად სამართალდამცველებმა ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მათ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი, რომელმაც პაციენტი არსებული ინფორმაციით ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.დაწყებულია თუ არა გამოძიება? Dianews.ge დეტალების გასარკვევას შინაგან და თავდაცვის სამინისტროებს დაუკავშირდა, თუმცა 6ყუწყებებიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღეებისთვის მათ ოფიციალური წერილი უნდა მივწეროთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
,,წუხელ გვიან ღამით უპოვიათ ახალგზარდა ბიჭი წმინდაწყლის ხიდთან, სავარაუდოდ ჩხუბი მოუვიდათ ჯარისკაცებს, სცემეს და იქვე დატოვეს. როგორც გავიგეთ წელს ქვემოთ იყო მოწყვეტილი. ვიდრე გონებას დაკარგავდა 112-ზე თავად დაურეკავს და ტელეფონი გათიშვია, ისიც არ ვიცით პოლიციამ როგორ მიაგნო. ჩვენი ინფორმაციით ადგილზე ორნი იყვნენ და ორივე ჯარისკაცი იყო, თუმცა როგორც გავიგე იმ ბიჭს უმძიმეს მდგომარეობაში მიუტოვებია ზვიადი. ყოველ შემთხვევაში სამართალდამცველები რომ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ზვიადის მეგობარი ადგილზე არ იყო” – ამბობს წყარო dianews.ge-სთან საუბრისას