აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, მათ სამართალდამცავები მოუწობდნენ, მითითებულ ადგილზე ბუშტები და სტიკერები განეთავსებიათ, თუმცა ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ.
„პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ განუცხადეს, რომ ბოძებიდან ჩამოსულიყვნენ და მითითებულ ადგილზე გაეკრათ ბუშტები და სტიკერები, თუმცა, მათ სურდათ ბუშტების პოლიციელების თავზე გადატარება, რასაც ჩვენ არ დავუშვებდით“, – აღნიშნა ირაკლი ჭედიძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და სამართალდამცავები რჩებიან. პოლიციელები მთავრობის შენობის ყველა შესასვლელთან არიან მობილიზებული.