აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.
„რეზო ხარაზს ბუშტი ეჭირა ხელში და ამის გამო დააკავეს. უკვე რამდენიმე დღეა ბუშტის გამო ადამიანებს აკავებენ, მათ შორის სტუდენტებს. თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით აკავებენ ადამიანებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციურ პარტიების წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზკური დაპირისპირება გრძელდება.
ოპოზიციის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავდნენ, როდესაც სიტუაცია დაიძაბა.