2022 წლის, „ოსკარების“, რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიამ არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, ზოგისთვის ის ერთფეროვანი იყო, ზოგისთვის კი პირიქით, თუმცა ფაქტია, „ოსკარების“ ეპოპეა გრძელდება და გრანდიოზული მოვლენის შემდეგ მასზე საუბარი არ წყდება. ამჯერად თქვენ ყურადღებას ლეგენდარულ მსახიობებზე, უმა თურმასა და ჯონ ტრავოლტაზე გავამახვილებთ. ისინი სემუელ ელ ჯექსონმა გამარჯვებულის გამოსაცხადებლად მოიხმო სცენაზე. ეპიკური ფილმის, „მაკულატურას“ ვარსკვლავები საოცარ ფორმაში იყვნენ, 51 წლის უმას თეთრი პერანგი ამშვენებდა, 68 წლის ტრავოლტას კი შინდისფერი პიჯაკი. მათ საკულტო სცენა გაიმეორეს და ტვისტიც იცეკვეს. აღნიშნულ სცენას დიდი ოვაციები მოჰყვა.
ორსული გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
ორსული გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, გოგონა ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებოდა. სამწუხაროდ ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს. დედა კი დღეს დაიღუპა. ახალგაზრდა ქალს 9 თვის შვილი...