LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას გულისხმობს აშშ-ის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“

დაპოსტა 2022/04/28-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. როგორც შემდგომი ნაბიჯი, პროცედურულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება.

სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონპროექტისტექსტის ნახვაშესაძლებელია შემდეგბმულზე: https://docs.house.gov/billsthisweek/20220425/BILLS-117hr923-SUSv1.pdf

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა
მთავარი

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი...

დაწვრილებითDetails

უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.   როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ბრალდებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა – ბათუმში მომხდარი ავარიის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების განცხადებით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი ედება ბრალად, რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. გინდა, შენი მეურნეობის განვითარება და გაქვს საკუთარი იდეის დაფინანსების სურვილი? ჩაერთე „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია მესაქონლეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის,...

დაწვრილებითDetails

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
მთავარი

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა,...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ჩვილის ცხედარი არხში იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის ტერიტორიაზე,  არხში,  ჩვილი ბავშის ცხედარი იპოვეს. ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს: „მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში. მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო...

დაწვრილებითDetails

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ცნობილია, ევროპის ჩენპიონატზე, ბექაურის ნაცვლად ვინ იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეორე შეხვედრა გამართა – ქართველი მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ კენი კომი ბედელთან იუკოთი მოულოდნელად დაამარცხა და ტურნირს გამოეთიშა....

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“
მთავარი

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია. „200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"