აღმოვაჩინეთ უკანონო ნაგავსაყრელი, რომელიც ანტისანიტარიის კერაა – კამპანია შეარცხვინე გრძელდება. ქუთაისის ახლაგაზრდა ლეიბორისტებმა აქცია მწვანე ყვავილაზე გამართეს და ხელისუფლებას სტიქიური ნაგავსაყრელის დასუფთავებისა და ნაგვის ურნების დადგმისკენ მოუწოდეს.
“სწორედ მწვანე ყვავილაზე, რიონის სანაპიროზე აღმოვაჩინეთ უკანონო ნაგავსაყრელი, რომელიც ანტისანიტარიის კერაა. ფაქტი ნაგვის ურნების არ არსებობითა და ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობითაა განპირობებული. ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ ქუთაისის მერიას რომ დაასუფთაონ ტერიტორია და დადგან სანაგვე ურნები, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგამთ ქმედით დაბიჯებს, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში, როცა მერია ვაიძულეთ დაესუფთავებინა ავტოქარხნის სკვერის მიმდებარე ტერიტორია.” – განაცხადა გაგი ახალაძემ.
კამპანია შეარცხვინე მიზნად ისახავს ქუთაისში წლების მანძილზე დაბინძურებული ადგილების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას.