“5 ივლისს თბილისში პოლონელი ტურისტი დაჭრეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
გუშინ ბათუმში გერმანელი DJ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს. ცემაში იმ კლუბის დაცვის წევრიც მონაწილეობდა სადაც მუსიკოსი იყო მიწვეული.
დღეს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე მოკლული იპოვეს.
ესაა წახალისებული ძალადობის დაგორებული ლოდი, რომლის ინერციაც დროთა განმავლობაში კიდევ გაიზრდება და რაც დრო გავა, მისი შეჩერება უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება.
ესაა ძალადობის მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკით გამოწვეული ტოტალური დაუსჯელობის სინდრომი.
ვინმე მაინც თუ ფიქრობს, რამდენად მოწყვლადს ხდის ეს ყველაფერი ქვეყანას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მტრული მოქმედებების მიმართ?! ძალიან ხომ არ ვუმარტივებთ საქმეს, რომ მთელი მსოფლიოს თვალში ველურებად წარმოგვაჩინონ?! შემთხვევით ჩვენი ხელით ხომ არ ვაკეთებთ მათ საქმეს?! ხომ არ გგონიათ, შორსაა ის დრო, როცა აქ ჩამოსვლის ყველას შეეშინდება და გარიყული აღმოვჩნდებით ცივილიზებული სამყაროსგან? ხომ არ გგონიათ ასეთ ნოყიერ ნიადაგზე ეს სპეცსამსახურები თავად არ მოაწყობენ მსგავს დივერსიებს?!
სრული ბეზპრიდელის გზაზე ვდგავართ…” – წერს სოციალურ ქსელში დავით ბრაგვაძე.