ქუთაისის ავტობანი მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო პარალიზებული. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ქვეყანაში სოციალური კრიზისი და ფასების კატასტროფული ზრდა გაპროტესტეს.
ავტობანის გადაკეტვით იმ პრობლემებისადმი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ითხოვდნენ, რომელიც მოსახლეობის უკიდურეს გაღატაკებას იწვევს. განსაკუთრებით საწვავის ფასის ყოველდღიური ზრდა და პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება იყო მათი პროტესტის საფუძველი.
სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა ძალის გამოყენებით გახსნეს. რა დროსაც ერთმა პირმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
აქციის მონაწილეები ძირითადად მძღოლები არიან, რომლების ამ დრომდე ავტობანზე რჩებიან, სადაც ასევე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. ისინი ავტობანს მოძრაობის შეფერხებისგან იცავენ.