ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახი ფიქრობს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება გახდა. ისინი ამ დრომდე ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
“მე არავის დადანაშაულება არ მინდა, უბრალოდ დადგინდეს სიმართლე რითი დაიღუპა. მანამდე არაფერ წამლებს არ სვამდა, მისცეს წინა დღეს 2 აბი, რომელიც დალია. წუთებში, 6 თუ 8 წუთში ყოფილა მაგის შველა შესაძლებელი და ისინი მივიდნენ დაგვიანებით, ჩემი აზრით, ეს დაგვიანების მიზეზი იყო”, – თქვა გარდაცვლილის დედამ, ირმა ბაქრაძემ.
დედისთვის გაურკვეველია საიდან ფლობდა წინასწარ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი მანამდე, სანამ ექსპერტიზისა და რეგულაციების სააგენტო დასკვნებს დადებდა.
“როგორც ვფიქრობ დაგვიანება იყო, აქედანვე მკვდარი წაიყვანეს” – თქვა გარდაცვლილის დამ, მარიამ ბაქრაძემ.
კლინიკა “იმედის” დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ყველაფერი “თავის დროზე და დროულად” იყო გაკეთებული.
mtavaritv.