LIVE TV
კვირა, დეკემბერი 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის რუხის კლინიკა მზადდება

დაპოსტა 2020/03/28-ში
76
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში მოახდინოს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტმა გააკეთა და გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა- ამის შესახებ საქართველოს  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუხში განაცხადა, სადაც სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათი ოჯახებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია, ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია გამომდინარე იქიდან, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის  მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ე.წ. არჩევნების, თუ წინა კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, გაუკონტროლებელ შემოდინებებს ადამიანებისა და, რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, პრევენცია მოხდეს გავრცელების. რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს და აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები,“- განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.

თეგები: რუხის კლინიკა
გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

დეკემბერი 6, 2025
90
მთავარი

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

დოროთე ყურაშვილი მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას

დეკემბერი 6, 2025
43
მთავარი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას. “მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ...

დაწვრილებითDetails

სუს-მა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტზე ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 6, 2025
76
მთავარი

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან. “გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დეკემბერი 6, 2025
18
მთავარი

"მეგა tv"  -ის ინფორმაციით ბათუმის ავტობანზე, ქობულეთის შესასვლელთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მისი ჩაქრობა თავად მოქალაქეებმა მოახერხეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

1 იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება

დეკემბერი 6, 2025
349
მთავარი

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა...

დაწვრილებითDetails

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დეკემბერი 6, 2025
20
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

დეკემბერი 6, 2025
11
მთავარი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის...

დაწვრილებითDetails

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

დეკემბერი 6, 2025
50
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახშიძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა. კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა...

დაწვრილებითDetails

კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

დეკემბერი 6, 2025
76
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს

დეკემბერი 6, 2025
37
მთავარი

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა. სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».