აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალისთვის კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პროცესის დაწყების თარიღზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა მინისტრმა.