ნიდერლანდების ქალაქ ჰერტოგენბოსში ჰალალ ხორცის მაღაზიასთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას De Telegraaf პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად სავაჭრო ობიექტის შუშის კარი დაზიანდა. 13 ახლომდებარე სახლის მოსახლეობა ევაკუირებულია.
მაღაზიასთან პოლიციამ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, რომელიც არ აფეთქდა.
ის გამნაღმველებმა გაუვნებელყვეს. ამის შემდეგ ევაკუირებულ მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.
მომხდარის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.