ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. ამის შესახებ დეპუტატი თავად აცხადებს და ვრცელ ვიდეოს დებს, სადაც დეტალურად საუბრობს დაინტერესებული მხრის მიერ, მისი ლიკვიდაციის მცდელობაზე.
თუ ვინ ემუქრება მკოიანს, დაზუსტებული არ არის, თუმცა ახალქალაქში სისხლიანი გარჩევები, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიც ფიგურირებს, ბოლო დროს გახშირდა. დაპირისპირებებს ანზელ მკოიანს უკავშირებენ.
“ამის შესახებ 20 ივლისს ჩემს ფეისბუქზეც დავწერე. მე მესენჯერით დამიკავშირდნენ და დამემუქრნენ, მოითხოვეს, რომ სახლიდან არ გავიდე. არ ვიფიქრო არჩევნებში მონაწილეობაზე.
იგივე განმეორდა რამდენიმე დღეში, დამირეკეს რუსული ნომრით და იგივე მოთხოვნები წამომიყენეს. მომთხოვეს ფულის გადარიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დამემუქრნენ.
ჩემი ძმის მაქანით ვმოძრაობდი წინა დღეები. დღეს არ მისარგებლია. ავტომობილი ააფეთქეს. იმხელა ტალღა იყო, რომ გარშემომყოფებს ფეხები მოეკვეთათ.
ჩემს ოჯახს, მეუღლეს ფსიქიკური ტრავმა აქვს. ჩემს ძმას აქვს პატარა ჰიდროელექტროსადგური. იქ რაღაცის შეასამოწმებლად მივიდა, უკან როდესაც ბრუნდებოდა, ხესთან დამონტაჟებული იყო ბომბი. მანქანა იყო გაჩერებული 2 მეტრის დაშორებით. აფეთქების შედეგად ხეც ადგილიდან მოწყდა. აფეთქებიდან სამი კილომეტრის მანძილზეც ისმოდა ხმა. ჩემს ძმას აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა. ახლა ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- აცხადებს ენზელ მკოიანი.