“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა სუს-ის ვალდებულებაა. არავის მიეცემა უფლება და საშუალება იმისა, რომ რაც ფიცოსთან მიმართებაში მიხდა და რაც ტრამპთან დაკავშირებით გაბედეს, საქართველოშიც მსგავსი რამ გაიმეორონ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი
ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ალუდა...