LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?-მეუფე შიო

ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?-მეუფე შიო

დაპოსტა 2022/05/17-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება

როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და გადმოგცემთ ლოცვა-კურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა, რომელმაც დააფუძნა ეს დღესასწაული. შეგვეწიოს ჩვენ, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ეს სიწმინდე ოჯახისა, რატომ ვართ შეკრებილნი დღეს. ეს არ არის მხოლოდ ის გრძნობები და დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს ოჯახის მიმართ, რომელიც წარმოიშობა ოჯახში. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი.

მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ოჯახია სიწმინდე, თვითონ ოჯახია ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც არ არის მოგონილი და დაწესებული ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის დაწესებული და მომადლებული ჩვენდამი.

თქვენ ალბათ იცით ეკლესიის სწავლება იმის თაობაზე, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. მსგავსებაზე არსებობს წმინდა მამათა შეთანხმებული სწავლება, მაგრამ რაც შეეხება ხატებას, ამაზე გამოთქმულია სხვადასხვა აზრი.

მამათა უმეტესობა ამბობს, რომ ხატება მდგომარეობს ადამიანის გონითობაში, ადამიანის გონებაში, მის თავისუფალ ნებაში, თვითუფლებრივობაში.

ამბობენ ასევე, რომ ეს არის სამობა ადამიანში: სული, სამშვინველი და ხორცი, სხეული. მაგრამ არიან წმინდა მამებიც, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება გახლავთ ოჯახი.

ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ წმინდა მეთოდიოს პატარელი, წმინდა ანასტასი სინელი და სხვები. ისინი ამბობენ, რომ პირველი ოჯახი – ადამი, ევა და მათი შვილი – ეს არის ხატება ყოვლადწმინდა სამებისა.

ადამი, როგორც უშუალოდ ღმერთისგან შექმნილი, ადამი, რომელსაც არ ჰყავდა მიწიერი მიზეზი თავისი არსებობისა, ცხოვრებისა, არამედ უშუალოდ ღვთისაგან, ღვთის მიერ შეიქმნა, – არის ხატება მამა ღმერთისა, რომელიც ასევე არ არის ვინმესგან შობილი, არამედ დაუსაბამოა და თვითონ არის მიზეზი ყოველივესი;

ხოლო შვილი ადამისა, ეს არის ხატება მამის მხოლოდშობილისა ძისა, ძე ღმერთისა; ევა კი, რომელიც შეიქმნა ადამისგან, გამომავალი, გამოსული იყო ადამისგან, არის ხატება ყოვლადწმინდისა სულისა. აი, ასეთი საოცარი სწავლებაა.

ამრიგად, ჩვენთვის ძვირფასია ის, რომ უშუალოდ ღმერთის დადგენილია და მას შემდეგ ყოველი ოჯახი, შეიძლება ითქვას, რომ არის ხატება ღვთისა.

გარდა ამისა, მინდა ასევე გითხრათ, რომ ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან. არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, ეს არის რელიგია და ეს არის ქორწინება.

ანუ ამ მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება.

და როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს. შესაბამისად, ისმის კითხვა – ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?

ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი.

დღეს დადგა ამის საჭიროება და ვიმეორე, ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენი მამა-პაპათაგან მოგონილ წესს, არამედ – უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს, ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში და არ აღვადგენთ მხოლოდ წარსულს.

თუ მომავალში ეს უწმინდესი ღირებულება დაიკარგება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მან ასევე აწყურის ხატის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურის ხატი, რომელიც განსაკუთრებული მფარველია ჩვენი ერისა.

როგორც გახსოვთ ჩვენი სათნო გადმოცემიდან, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეცხადება წმინდა ანდრია პირველწოდებულს და უბრძანებს მას, რომ გაემართოს ჩვენს სამშობლოში საქადაგებლად, იგი ეტყვის, თან წარიტანოს ეს ხატი მისი ხელთუქმნელი. როგორც ღვთისმშობელი ბრძანებს, ეს ხატი იქნება ჩვენი ერის მფარველი უკუნისამდე.

ეს წმინდა ხატი ყოფილიყოს მფარველი ჩვენი ერისა, ჩვენი ოჯახებისა; ამ ხატის მადლით გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს ჩვენი სამშობლო, ამინ!“- განაცხადა მეუფე შიომ.

 

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

სრულიად ჯანმრთელი ძმისშვილი მომიკლეს – რა მოხდა ,,ხონელიძის კლინიკაში”

by მეგა TV
ივნისი 15, 2025
0
“რამდენჯერ უნდა შერჩეთ? მერამდენე შემთხვევაა!”- რა მოხდა ხონელიძის კლინიკაში
მთავარი

სრულიად ჯანმრთელი ძმისშვილი მომიკლეს - ოჯახი ქუთაისში, ,,ხონელიძის კლინიკას" გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც ,,მეგა ტვ"-ს ანა ჯიშიაშვილი უყვება 12 ივნისს, მისი რძლის საკეისრო კვეთაზე შეყვანის შემდეგ, ოჯახს აცნობეს რომ ბავშვი 2...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგონების ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგონების ვინაობა
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გო­ნი­ო­ში, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა, ხოლო ორი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა “ბმს”-ში გა­და­იყ­ვა­ნა. და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა წვე­უ­ლე­ბა­თა...

დაწვრილებითDetails

“გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის. აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას....

დაწვრილებითDetails

“მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, არ უნდა გაკეთებულიყო” – ვახტანგ გომელაური ჩორჩანას საგუშაგოზე

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
“მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, არ უნდა გაკეთებულიყო” – ვახტანგ გომელაური ჩორჩანას საგუშაგოზე
მთავარი

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის უცნობია, ზუსტად, რა აინტერესებს მისგან გამოძიებას. როგორც მან გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე, ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საგუშაგო არ უნდა გაკეთებულიყო. „არ ვიცი...

დაწვრილებითDetails

რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა
მთავარი

რატომ არ უნდა დალიოთ პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი: 1. ქიმიური ნაერთები – როდესაც წყალი პლასტმასის ბოთლშია შენახული და განსაკუთრებით ცხელ ამინდში, გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნებელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

გორის N12 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ცნობილია გორში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

გორის N12 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს: "სსიპ ქალაქ გორის N12, საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექპერსონალი, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ჩვენი სკოლის მოსწავლის, ლუკა დედანაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

ავარია გონიოში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.  თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

თქვით ეს ლოცვა სახლიდან გასვლამდე და დღე წარმატებული გექნებათ

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა სახლიდან გასვლის წინ – წმინდა იოანე ოქროპირის მიერ თქმული: „განგეშორები, შენ, ეშმაკო და ყოველსა ამპარტავნობასა შენსა, და ყოველსა მსახურებასა შენსა, და შეგიერთდები, შენ, უფალო იესო ქრისტე, სახელითა მამისათა და...

დაწვრილებითDetails

რისი მანიშნებელია სახლში პეპელას შემოფრენა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
რას ნიშნავს სახლში პეპელის შემოფრენა
მთავარი

პეპელა, როგორც სიმბოლო, ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურადღებას. სხვადასხვა კულტურაში ის არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს, არამედ სულების მნიშვნელოვან შეტყობინებებსაც. სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ნიშნები ასოცირდება პეპლებთან, როდის არის მათი გამოჩენა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"