LIVE TV
პარასკევი, აგვისტო 12, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები პოლიტიკა

არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს – თეა წულუკიანი მერაბიშვილზე

დაპოსტა 2020/02/20-ში
გაზიარება

„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ამიტომ, არ მგონია რომ ამ განცხადებაზე რამე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს რა თქმა უნდა, მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა.

მაგალითად, ნახავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების საკითხის შეფასება მოუწევს.

მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარ ცხელ კარტოფილად, რომელიც, ალბათ, არავის უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს.

იმიტომ, რომ ის რეალურად არის პრობლემა იმიტომ, რომ, როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“.

შესაბამისად არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო, ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე – გრიგოლ გეგელია

აგვისტო 5, 2022
10
პოლიტიკა

"ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის საგარეო მდივანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ კობახიძე რუსეთის არმიას მოუძღვის საქართველოში. გეგელიას თქმით, უმრავლესობის ლიდერი მშვიდობიან ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს,...

დაწვრილებით

ს არის ფსიქოლოგიური ტერორის გაგრძელება ხელისუფლების მიერ – ნიკა სიმონიშვილი მმართველი გუნდის განცხადებაზე

აგვისტო 5, 2022
19
მთავარი

ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად მრავალი წელია და ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ­ქსენოფობიის პრობლემა. ეს არის ხელოვნურად დასახელებული პრობლემა ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა...

დაწვრილებით

პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას – ანრი ოხანაშვილი

აგვისტო 5, 2022
17
მთავარი

არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებით

ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? – ნინო ლომჯარია

აგვისტო 5, 2022
19
მთავარი

ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია - თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ...

დაწვრილებით

რას პასუხობს ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს

აგვისტო 5, 2022
21
მთავარი

ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! - მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო...

დაწვრილებით

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას – ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველზე

აგვისტო 5, 2022
14
მთავარი

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო...

დაწვრილებით

ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 5, 2022
14
მთავარი

ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც...

დაწვრილებით

რადიკალებს ქსენოფობიური კამპანიით უნდათ გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 5, 2022
10
მთავარი

ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და...

დაწვრილებით

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

აგვისტო 4, 2022
14
პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები, მიმართვის სამართლებრივად სრულყოფისთვის. „საკონსტიტუციო სასამართლოს“ დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ 1 აგვისტოს მიმამართა, დაედგინა...

დაწვრილებით

უწყვეტი პტოტესტის 145 -ე დღე

აგვისტო 3, 2022
47
მთავარი

უწყვეტი პტოტესტის 145 -ე დღე. თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ყოველდღე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  პატიმრობას აპროტესტებენ და ხელისუფალთ მოუწოდებენ, დაიცვან მესამე პრეზიდენტის უფლებები და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობიდან. ,,დასავლეთმა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
არჩევნები

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

დეკემბერი 3, 2020
320
მთავარი

,,ჩეხური ვამპირი ” უკრაინაშია

აპრილი 15, 2022
69
ერეკლე თედლიაშვილი
ახალი ამბები

18 წლის ბიჭი , რომელიც გორში ცემეს გარდაიცვალა

სექტემბერი 12, 2020
499





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!