,,აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინა და არ მოუსმინოთ არავის, ვინც საწინააღმდეგოსკენ მოგიწოდებთ.
ისინი, როგორც პოტენციური მკვლელები, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
მე უნდა ავცრილიყავი 5 აგვისტოს და რამდენიმე დღით ადრე დამასწრო კოვიდმა.
თავდაპირველად ოთხი დღე სიტუაცია მქონდა ნორმალური, ყოველგვარი გარეგანი გართულების გარეშე. მეხუთე დღეს აღმომაჩნდა ფილტვებში ანთებითი პროცესი და გადავედი ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას.
დამჭირდა არც თუ მარტივი სამკურნალო კურსი, ჩემს გამო ერთ-ერთ პრეპარატზე კლინიკამ ოფიციალური მოთხოვნაც კი გააკეთა.
მადლობა ღმერთსა და მედიკოსებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალიზების გზაზეა.
აუცილებლად აიცერით! ვინც ამბობს, რომ არ უნდა აიცრათ, იცოდეთ, რომ ის თქვენი მტერია!!!
მოკეთეებს მოუსმინეთ!-თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე.