,,ზოგჯერ უბრალოდ გული მერევა ყველაფერზე რაც ამ ქვეყანაში ხდება!
წესიერების განსახირებაა ეს ადამიანი! ადამიანი, რომელმაც 37 წელი შეალია ამ ქვეყანას, მის ისტორიას და უბრალოდ საქართველოს სამსახურს!
280 ლარი ანაზღაურება! აი ეს დაამადლა თეა წულუკიანმა ამ ადამიანს! არაფრად ჩათვალა მისი ღვაწლი და უბრალოდ თავისი ცივსისხლიანი ხელმოწერით წაშალა ამ კაცის ცხოვრებიდან 37 წლიანი ისტორია!
არ იმსახურებს ეს კაცი ასეთ საქართველოს! არა, არ არის ეგრე! საქართველო არ იმსახურებს ასეთ ადამიანებს! საქართველო წულუკიანებს და ღარიბაშვილებს იმსახურებს სამწუხაროდ! 🙁
სირცხვილია ჩემო ქვეყანავ! მართლა ძალიან დიდი სირცხვილია 🙁-წერს ნიკო მიქაია