LIVE TV
კვირა, მარტი 26, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

,, არ გვინდა იმ კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც…”-დარია ნავალნაია ევროპარლამენტს

დაპოსტა 2021/12/17-ში
გაზიარება

დარია ნავალნი ევროპარლამენტს-
“როცა პირველად გავიგე, რომ მამაჩემს, ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიანიჭეს, ძალიან გამიხარდა ორი მიზეზით: პირველი – ეს დიდი პატივია, მისი დამსახურების აღიარება და მაღალი შეფასება, იმ საქმისა რომელიც მან და მისმა კოლეგებმა შეასრულეს და კვლავ აგრძელებენ. რაც მთავარია, ეს არის გზავნილი იმ ათობით მილიონი ადამიანისათვის ჩემს ქვეყანაში, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის უკეთესი ბედის მოსაპოვებლად.

მეორე მიზეზსაც დავასახელებ, თუმცა ის ცოტა გულწრფელი და უხერხული იქნება. მამაჩემს ევროპარლამენტის ჯილდო მიანიჭეს. გასაგებია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და სიტყვით გამოვიდეს პარლამენტის წინ. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ის დღეს აქ ვერ იქნება. მაშინ ვიფიქრე – ალბათ ვინმე სწრაფად უნდა გაიქცეს სტრასბურგის ბილეთის საყიდლად და ისარგებლოს ამ შესანიშნავი ადგილის დათვალიერების შესაძლებლობით.

მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში ეს შეიძლება კოშმარი გამხდარიყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის – სხვადასხვა კონფერენციებსა და სამიტებში მონაწილეობა, მამაჩემის სახელით საუბარი, ალბათ რაიმე ჯილდოს მიღება. მაგრამ სანამ მე ამ კონფერენციებზე დავდივარ და ამ გამოსვლებს ვწერ, ის ციხეშია. მე გავაგრძელებ მოგზაურობას იმ ახალი ამბების კითხვით, რა საშინელ პირობებშია მამაჩემი. და ამას ვერაფერს მოვუხერხებ, მე ვმოგზაურობ და სიტყვით გამოვდივარ, ის კი ისევ ციხეშია.

და ეს ეხება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის. სად არიან ახლა სახაროვის პრემიის ლაურეატები – ბელარუსის ოპოზიციის წევრები? ძირითადად ციხეში. სად არის 2010 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო? ის ციხეში გარდაიცვალა. დღეს საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ არის ასე რთული ტყვეობიდან ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლების გადარჩენა? რატომ ხდება, რომ ამ დრომდე, 21-ე საუკუნეში, მთელს მსოფლიოში და მათ შორის გეოგრაფიულად ევროპაში მდებარე ქვეყნებში მათ ციხეებში სვამენ?

ევროპა დიადი და ძლევამოსილია. ევროპის მცხოვრებლების ნება გამოხატულია ევროპარლამენტის წევრების რეზოლუციებში. ეს არის ნათელი, სწორი და სამართლიანი რეზოლუციები, რომლებსაც მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მთელი თავისუფალი სამყარო. მაგრამ მაინც არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ციხეში არიან, მამაჩემის მსგავსად და ხედავენ, რომ უფრო და უფრო მეტი მათი მხარდამჭერები გისოსებს მიღმა ხვდება.

იცით, უკვე ბევრჯერ მსმენია და ალბათ ცერემონიის შემდეგ, აქ ამ დერეფანებშიც მოვისმენ. მეტყვიან, “იცი, დაშა, მესმის, რას გრძნობ, რადგან ეს შენს ოჯახს და ახლობლებს ეხება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეალურ სამყაროში ჩვენ უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ.” და ამ დერეფნებში თავს დავხრი და ვუპასუხებ: “დიახ, რა თქმა უნდა”. სხვა რა ვთქვა? მე მხოლოდ 20 წლის სტუდენტი ვარ და არ ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად გამოცდილ პრაგმატიკოსებთან კამათში.

თუმცა, დღეს ვისარგებლებ იმით, რომ მიკროფონი მაქვს, მას არავინ წამართმევს და არ მჭირდება ვინმესთან პირადად კამათი, რომელშიც თავს თავხედად ვიგრძნობ, და მინდა შევეწინააღმდეგო ამ პრაგმატიზმს.

ეს არის სახაროვის პრემია და ანდრეი სახაროვი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაპრაგმატული ადამიანი იყო პლანეტაზე.

არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ მათ, ვინც დიქტატორებთან პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა, გადაშალონ ისტორიის წიგნები. ეს იქნება ძალიან პრაგმატული ნაბიჯი. ამის შემდეგ, ძალიან ადვილი იქნება გარდაუვალი პოლიტიკური კანონის გაგება: დიქტატორებისა და ტირანების დაშოშმინება არასოდეს მუშაობს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იტყუებს თავს იმ იმედით, რომ ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული მორიგი ბოროტმოქმედი დათმობებისა და წაყრუების საპასუხოდ წესიერად მოიქცევა, ეს არასოდეს მოხდება. ავტორიტარული ძალის არსი აგრესიის მუდმივ ზრდას და ახალი მტრების ძიებაშია.

მათ, ვინც ერთხელ თქვა “მოდით, ლუკაშენკაზე ზეწოლა არ მოვახდინოთ” და მასთან დიალოგი განაგრძო, როცა ის ხალხს სცემდა და გისოსებს მიღმა აგდებდა, მიაღწიეს მხოლოდ იმას, რომ ახლა ვინმეს ციხეში ჩასმისთვის ლუკაშენკო მთელ სამგზავრო თვითმფრინავს იძულებით სვამს.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც პრაგმატიკოსებს რაღაც მიზეზით არ სურთ და რაც მათ უბიძგებს გაიხსენონ შესაძლო ხარჯები და ეკონომიკური ზარალი, მხოლოდ ის არის, რომ უბრალოდ აიღონ ხელში კალკულატორი და ნახონ, რა ფასად უჯდებათ მათი პრაგმატიზმი ევროპელ გადასახადების გადამხდელების.

პუტინისთვის წლების განმავლობაში წაყრუებამ მას აჩვენა, რომ რეიტინგის ასამაღლებლად ომის დაწყება არ სჭირდებოდა. რა დაუჯდება ევროპას უკრაინასთან ომი? ახლაც, მიუხედავად ცნობებისა, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებთან არიან, ამაზე არავინ საუბრობს.

არცერთი პრაგმატული ვაჭრობა და თანამშრომლობა არ აანაზღაურებს პირდაპირ ზარალს, რომელის გაღებაც საჭირო იქნება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროის ხარჯზე, რომელიც თქვენნაირმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დახარჯეს რუსეთ-უკრაინის პრობლემის გადაჭრაზე იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქვეყნების პრობლემების გადაჭრაზე გემუშავათ.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, ბორის ნემცოვი, კრემლის წინ ზურგში სროლით მოკლეს.

პრაგმატიკოსებმა თქვეს: “ვერაფერს ვიზამთ. შემოვიფარგლოთ მკაცრი განცხადებებით და გავაგრძელოთ დიალოგი”. შემდეგ კლავენ მეორეს, მესამეს, მეოთხეს კლავენ ბერლინის ცენტრში, მეხუთეს – დიდ ბრიტანეთში. შემდეგ აფეთქებენ საწყობებს ევროპაში და იწყებენ მკვლელობებს ქიმიური იარაღით. ჩვენ ვიცით მხოლოდ წარუმატებელი მკვლელობის მცდელობების შესახებ. რამდენი იყო წარმატებული?

ახლა ჩვენ ვიცით, რომ პუტინის სპეცსამსახურებში შეიქმნა ტერორისტების ნამდვილი ჯგუფი, რომელიც კლავს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოს და სამართლიანობის გარეშე. ისინი ახლოს იყვნენ დედაჩემის მოკვლასთან და კინაღამ მოკლეს მამაჩემი. და ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ხვალ ევროპელი პოლიტიკოსები მხოლოდ კარის სახელურზე შეხებით არ დაიხოცებიან. თქვენ უკვე ზრდით პოლიციის ბიუჯეტს და სპეცსამსახურებისთვის უამრავ ფულს გამოყოფთ. თქვენ ხარჯავთ მილიარდობით დოლარს ტოქსიკური ნივთიერებების გამოვლენის ახალი გზების მოსაძებნად. და ეს ყველაფერი პრაგმატიზმის შედეგია.

“ნუ აწვებით! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სიფრთხილით და არ გავაბრაზოთ ისინი” – აცხადებენ პრაგმატიკოსები. ხვალ კი, დიქტატორები, დასავლეთის ნახევრად გულგრილი ზომებით შთაგონებული, ათასობით ადამიანს გადაჰყავთ ევროკავშირის საზღვრებთან, აიძულებენ ქალებსა და ბავშვებს შტურმით წავიდნენ საზღვრის ღობეებზე და ფარულად იმედოვნებენ, რომ ამ ხალხს ვინმე დახვრეტს ან ბრბოში გათელავს. პრაგმატიკოსებმა უპასუხონ, რა დაუჯდება ეს პოლონეთს, ლიტვას თუ მთელ ევროკავშირს?

პრაგმატიკოსები მეტყვიან: “რა გინდა? ეს სუვერენული სახელმწიფოებია. მათ აქვთ საკუთარი მთავრობები. ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შენ გვთავაზობ ბირთვული ომის დაწყებას პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად?

რა თქმა უნდა, მე არ გთავაზობთ ომის დაწყებას. მაგრამ მე აღვნიშნავ, რომ ომი უკვე დაიწყო და მას რეალური მსხვერპლი ჰყავს. ამ ომში იყენებენ როგორც კიბერიარაღს, ასევე ქიმიურ იარაღს.

ის ფაქტი, რომ ევროპული ბანკები ათეთრებენ პუტინის და მისი მეგობრების მილიარდობით დოლარს, პუტინის ოლიგარქების იახტები იწვევს სენსაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხოლო რუსეთისა და ბელორუსის უმაღლესი თანამდებობის პირების 99% პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან, მაგრამ მაინც თავისუფლად შეუძლიათ ოჯახებთან ერთად იმოგზაურონ ევროპაში – ეს უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიმღები არ ცდილობს ამ ბრძოლაში, თუნდაც მცირე შეტაკების მოგებას.

მეჩვენება, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დიქტატორებთან უსასრულოდ მიბრუნება, ისეთი მიდგომა, რომ ისინი არ გაბრაზდნენ, რაც შეიძლება დიდი ხნით მათი დანაშაულის უგულებელყოფა – ეს არ არის პრაგმატული მიდგომა.

დროა პირდაპირ ვთქვათ: პრაგმატიზმის საფარქვეშ ცინიზმი, თვალთმაქცობა და კორუფცია იმალება.

იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მუდმივი ომია. ევროპის პოლიტიკაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ პრაგმატიზმის სასარგებლო არჩევანიც კი არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი იდეების ღალატს.

მამაჩემს რომ მივწერე და ვკითხე, რა უნდოდა მეთქვა თქვენს წინაშე გამოსვლისას, მან მიპასუხა: “თქვი, რომ რუსეთი პუტინის რეჟიმთან არავინ უნდა გააიგივოს. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვიბრძვით, რომ ნამდვილად გავხდეთ მისი ნაწილი, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, იმ მშვენიერი პრინციპებისთვის, რომლებიც მას საფუძვლად უდევს.

ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, რომელიც განასახიერებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ერთიანობის იდეების ტრიუმფს.

ჩვენ არ გვინდა იმ კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ პუტინის სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოში მიიღონ სამუშაო ან ოლიგარქების იახტებზე გაისეირნონ.

დღეს ამ სცენაზე, მამაჩემის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად ამ შესანიშნავი ჯილდოს მიღებისას, მადლობას გიხდით და თქვენი სახით მივესალმები იდეებისა და პრინციპების ევროპას. ევროკავშირი არის საოცარი სასწაული, რომელიც შექმნილია იმ ერების მიერ, რომლებიც თავიანთი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ. მიუხედავად ყველა პრობლემისა და სირთულისა, ევროკავშირი გააგრძელებს არსებობას. მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანა გახდება მისი ნაწილი.

სიტყვის დასასრულს მინდა ჩემი დიდი თანამემამულის ციტატა მოვიყვანო, რომლის სახელიც დაარქვეს ეს ჯილდოს: “ჩემი ბედი რაღაც მხრივ განსაკუთრებული იყო. არა ცრუ მოკრძალების გამო არამედ სიზუსტის სურვილით, აღვნიშნავ, რომ ჩემი ბედი ჩემს პიროვნებაზე დიდი აღმოჩნდა. მე უბრალოდ ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი ბედის მოთხოვნების შესაბამისი.” იმედია, ყველას გვეყოფა ძალა, ვიყოთ ჩვენი ბედის მოთხოვნების შესაბამისი.

თავისუფლება ალექსეი ნავალნის!

მადლობა”

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

არის მსხვერპლი-უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს

მარტი 25, 2023
99
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა  საარტილერიო იერიშებით, დონეცკის ოლქის ქალაქები, ჩასივ იარი და ტორეცკი დაბომბეს. როგორც ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.  "რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩასივ იარი და ტორეცკი.  ქალაქ...

დაწვრილებით

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა

მარტი 25, 2023
35
მთავარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი ამხანაგურ შეხვედრაში დიდი უპირატესობით, 6-1 დაამარცხა. ვილი სანიოლის შეგირდები ნორვეგიას კარგი განწყობით შეხვდება .

დაწვრილებით

ვინც შენ გიჩივის ყველას ვჯობდი გარეგნობით,რაღა მე არ მეჩალიჩებოდი-ლალი მოროშკინა შალვა რამიშვილს

მარტი 25, 2023
281
მთავარი

"ვინც შენ გიჩივის, მაგათ ნაღდად ვჯობდი გარეგნობით, მე და შენ დავბერდით ერთად და რაღა მე არ მეჩალიჩებოდი და იმათთან მოგინდა რაღაც? ფეხი აქვთ თუ კისერი, ვერ გაიგებ, დაჯღვარკული, ცელულიტიანი ქალები....

დაწვრილებით

ჩხრეკა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დიმიტრი ჩიქოვანის სახლში

მარტი 25, 2023
50
მთავარი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, გასული ღამის განმავლობაში, საპარტულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფოო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში "პოსტივის" ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია...

დაწვრილებით

შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები-თათია სამხარაძე

მარტი 25, 2023
473
მთავარი

ჟურნალისტი და აქტივისტი თათია სამხარაძე მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბა,ება სიმართლეს და “ნაციონალური მოძრაობის წევრ დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­ს ის არ გაუტაცია: " ვინც Formula...

დაწვრილებით

საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას-კელი დეგნანი

მარტი 25, 2023
15
მთავარი

გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია სრულად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კითხვას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით....

დაწვრილებით

პრეზიდენტმა გაბედა,ოლიგაქრად აღიარა ბიძინა ივანიშვილი-პაატა მანჯგალაძე

მარტი 25, 2023
37
მთავარი

ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს...

დაწვრილებით

გადაწყვეტილებას აქ ქართველი ხალხი იღებს-კელი დეგნანი

მარტი 25, 2023
27
მთავარი

"რაც ამ ქვეყანაში ბოლო დღეებში ვიხილე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქ ქართველი ხალხი იღებს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ორიოდე კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო...

დაწვრილებით

2023 წელი იქნება აყვავებული ჩვენი ქვეყნისთვის-მედვედევი

მარტი 25, 2023
30
მთავარი

"იცით, დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება განსხვავებული, იქნება დრამატული და, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს ვუპასუხოთ ყველაზე რთულ კითხვებს. ის მოგვცემს ჩვენი ხალხის ნამდვილი გმირობის ნიმუშებს. და ბოლოს, 2023 წელი...

დაწვრილებით

მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი-გიორგი კეკელიძე

მარტი 25, 2023
32
მთავარი

"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ბიჭი არასრულწლოვან დაზე ძალადობდა

თებერვალი 9, 2021
87
მთავარი

“არა ნამოხვანჰესს” – მხარდამჭერი აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთან

აპრილი 17, 2021
89
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს

დეკემბერი 18, 2021
308





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!