სამშენებლო ნარჩენებით დაფარული მინდორი, გაჭედი სანიაღვრე, დატბორილი ეზოები და დაზიანებული გზა – ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩის მაცხოვრებლები სტიქიური ნაგავსაყრელის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას მოითხოვენ.
ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და ქალაქის მერიას პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, დაახლოებით, ორი თვეა, უბანში კერძო კომპანიამ უკანონოდ დაიწყო სამშენებლო მიწის შეტანა, რამაც რეკრეაციული ზონის განადგურება გამოიწვია. ადგილი იქცა სანაგვედ სადაც უკვე სამშენებლო ნაგვის დაყრაც ხდება.
მოსახლეობის თქმით მათ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა რომ, ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის ნებართვა მერიისგან მიიღო.
მათივე თქმით ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ იყვნენ მერიის წარმომადგენლები და ნაგავსაყრელს ფოტოები გადაუღეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა “ერთიანი ნაციუნალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა, რომელლმაც განაცხადა რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
„იმ ფონზე, როცა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეოთხე ქალაქად იქცა, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში საერთოდ სამუშაო ადგილები ფაქტობრივად საერთოდ არ იქნება და პირიქით, თუ ვინმე მუშაობს ამ ქალაქში მათ უდიდეს ნაწილს ამ ქალაქის დატოვება უნდა, ხედავთ რა არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობას სპონტანურად გაუხსნას ნაგავსაყრელები მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქუთაისი უნდა ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი, სამთავრობო კვარტალი.
თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ 12 წლის მმართველობის თავზე რა მივიღეთ ქუთაისში- საპარლამენტო დედაქალაქის ნაცვლად, მივიღეთ ქალაქი, სადაც ასე სპონტანურად ხელისუფლების უყურადღებობის გამო იხსნება ნაგავსაყრელი“, – განაცხადა “ერთიანი ნაციუნალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა, რომელიც მოქალაქეებთან
ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.