LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,არც საფლავი არსებობს. მისი ფერფლი დარჩა შინდისში”- ირმა ტაბატაძე ჯიშკარიანი

დაპოსტა 2021/08/08-ში
30
ნახვა
გაზიარება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს სამხედრო ისტორია
მენიუ
ვეფხია ჯიშკარიანი
ვეფხია ჯიშკარიანი

კაპიტანი

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1968 – 2008

ის შინდისთან  ჩასაფრებულმა მტერმა გამოასალმა სიცოცხლეს.

მისი მძღოლი გაიხსენებს, რომ ვეფხია ჯიშკარიანმა უცებ დაიძახა „ვაი დედა“ და ბეჭზე დაადო თავი… მძღოლის ძახილზე პასუხი აღარ გაუცია.

მძღოლმა მანქანა გააჩერა, მისი მანქანიდან გადმოყვანაც უცდია, მაგრამ ტანმორჩილი ბიჭი ვერ მორევია ზორბა ვაჟკაცს.

აღარც სუნთქავდა უკვე… მერე მძღოლიც დაიჭრა. იძულებული გახდა მანქანაში დაეტოვებინა და ხოხვით გასცლოდა იქაურობას, უკან მოიხედა და…

მანქანა, რომელშიც ვეფხია ჯიშკარიანი დარჩა, მტერმა ააფეთქა…

მანქანა ისე დაიწვა, რომ ვეფხია ჯიშკარიანის ცხედარიც არ დარჩენილა… შინდისის მიწაზე გაიფანტა მისი ფერფლი…

ვეფხია ჯიშკარიანი 1968 წლის 20 მაისს დაიბადა, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოში. სკოლაც საწულუკიძეოში დაუმთავრებია, ცელქი ყოფილა, კარგი მოსწავლე.. სკოლის დამთავრებამდე კი… სიყვარული სწვევია.

14 წლის იყო ვეფხია, სოფელში სტუმრად ჩასული თანატოლი, ირმა ტაბატაძე რომ გაიცნო. სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ჩვიდმეტი წლისანი იყვნენ, რომ გაიპარნენ. ვეფხია იმჟამად უკვე მუშაობდა – ჩაის ფაბრიკაში მძღოლად. მალე ვაჟი შეეძინათ.

ირმა ტაბატაძე, მეუღლე: „მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ბიჭი შეგვეძინებოდა თუ გოგო, მაგრამ ძალიან გაუხარდა ბიჭი რომ შეგვეძინა. სახელი ორივემ ერთად შევურჩიეთ ჩვენს შვილს და ლაშა დავარქვით.“

მალე ახალგაზრდა მამა ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სულ 4 თვე მსახურობდა ოდესაში, ჯარიდან მამა მეორე ბიჭმა დაიხსნა თავისი დაბადებით.

უკვე დამოუკიდებელ საქართველოში კი თავად დაიწყო ჯარში სამსახური.

ირმა ტაბატაძე: „1992 წლიდან მუშაობდა ვეფხია ჯარში. ბოლო კონტრაქტი 2005 წელს გააფორმა. სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, კაპიტანი იყო წოდებით. საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი იყო. კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ კიდევ აპირებდა გაგრძელებას“.

აპირებდა, მაგრამ ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ირმა ტაბატაძე: …ბოლოს შინიდან 6 აგვისტოს გავიდა, არ გვითხრა ომში რომ მიდიოდა… მერეც, ტელეფონით რომ ვუკავშირდებოდით, სულ გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, საგანგაშო არაფერიაო. ბოლოს, 11 აგვისტოს, გარდაცვალებამდე 2 საათით ადრე, თვითონ დაგვირეკა, ჩემს ბიჭს უთხრა:

„ჩაისვი დედაშენი და შენი ძმა მანქანაში და წადით სოფელშიო. პანიკა იყო მაშინ, რომ ქუთაისიც დაიბომბებოდა.

ჩვენ ქუთაისში, სამხედრო ნაწილთან ახლოს ვცხოვრობთ. რომ ვკითხეთ, შენ როგორ ხარო, რა გვიჭირს, ვერთობითო, გვითხრა, ხუმრობით. საერთოდ, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა…

მერე ისევ ვცდილობდი დაკავშირებას, ისტერიულად ვრეკავდი, ორი ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ ორივე გამორთული იყო…

14 აგვისტოს შევიტყვე, თვითმხილველებისგან, რაც მოხდა, მაგრამ დაჯერება მიჭირდა.

მთელი ოთხი თვის განმავლობაში დავდიოდი სურათებით სოფელ-სოფელ, მაგრამ ვერსად მივაგენი ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს.

მისი ცხედარი საერთოდ არ არსებობს, დაიწვა და შესაბამისად, არც საფლავი არსებობს. მისი ფერფლი დარჩა შინდისში. დაღუპვის დეტალები მისი მძღოლისგან ვიცი, რომელიც გადარჩა.

საშინელებაა. ბედნიერები არიან ის ოჯახები, რომლებმაც იციან სად არის მათი დაღუპული ოჯახის წევრების საფლავები…

ვეფხიას დაღუპვის შემდეგ მე დავიწყე მუშაობა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, ბიბლიოთეკაში და იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობდა…

ყოველთვის, როცა მესიზმრება, იღიმება, გადის სახლიდან და გაცილებას რომ მოვინდომებთ, არ გვანებებს, იყავითო, გვეუბნება…“

წყარო:

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
338
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
62
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
43
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
83
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
41
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
900
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
162
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».