უკრაინაში ომის დანაშაულთა ქრონიკა ყოველდღიურად მძიმდება და რუსეთის ჯარის ბარბაროსული ქმედებები უფრო და უფრო შოკისმომგვრელია.
ადამიანები სოციალურ ქსელში სოციუმს საკუთარ პოზიციასა და მოსაზრებებს უზიარებენ:
,,კბილები დააცალეს ბავშვებს და მერე აუპატიურებდნენ !!!!!!!!!!!!
ჩემი აზრით მართლა უნდა დაგვეცეს ის ასტეროიდი თუ რაცაა და ყველა ერთად გაგვჟლიტოს .
არც ერთი ჩვენთაგანი არ ვიმსახურებთ მშვიდობას , წესიერ სამყაროში ცხოვრებას .
ყველას ბრალია ეს ყველაფერი . იმის ბრალია , რომ თინას თქმის არ იყოს , კოლონებად არ მივდივართ ხალხი უკრაინაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან . მანამდე სანამ ჩვენამდეც მოვლენ , ისევ მოგვიწყობენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს . ისევ დაგვიხოცავენ ბავშვებს და ისევ მოგვიწევს ფრჩხილებით საფლავების გათხრა .
იმიტომ რომ ჩვენში კიდევ არსებობს ხალხი , რომელსაც ამ ამბების არ სჯერა . უყრუებს , კიდევ ზელენსკის ადანაშაულებს .
სინამდვილეში ყველას ბრალია . ყველა ქვეყნის , ყველა ეროვნების , ყვე-ლა-სი რუსები თავზე ასე რომ გვაზიან .
ასეთ უთავმოყვარეო სამყაროში რატომ დავიბადეთ და მერე შვილები რატომ გავაჩინეთ საერთოდ ?”