დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი.
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.
საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნები დაიხურა ამომრჩევლებისთვის, ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა ხმის მიცემის პროცედურა და კომისიებმა დაიწყეს ხმის დათვლის პროცესი, რომლის შედეგების დათვლის შემდეგ, ცნობილი გახდება მომავალი, მე-10 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა.