LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

დაპოსტა 2025/10/06-ში
422
ნახვა
გაზიარება
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს:

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს.
ჩემი სამშობლო – საქართველო – საუკუნეებია მწვავე დესპოტიზმსა და აუტანელ შევიწროებას განიცდის რუსეთისგან. რუსეთის სახელმწიფო მუდმივად თვლის თავის თავს ჩვენს ბატონად, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გვთვლის თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რუსეთი თავის საკუთრებად მიგვიჩნევს და ჩვენს დასამორჩილებლად არ იშურებს არც პროპაგანდას, არც ტყვიას, რისი მტკიცებულებაცაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
ჩვენი მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და არის რუსეთის ნაცვალი საქართველოში, მუდმივად უმტკიცებს ქართველ ერს და მსოფლიო საზოგადოებას, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს გარე ძალებისგან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გარე ძალებად მიიჩნევს კულტურულ ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის მეგობრები, საქართველოს მთავრობის მიერ მტრებად ხართ მიჩნეული, ხოლო ისტორიულად და ფაქტობრივად საქართველოს მოძულე, მჩაგვრელი და მოუშორებელი მტერი რუსეთი მიჩნეულია მოყვარედ. დემოკრატია გაანადგურეს, არჩევნები, სამართალი და სასამართლო მოსპეს და ისეთი სამართალი შექმნეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან.
„მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს საქართველოს ხალხი, მაგრამ, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება” (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია).
რუსეთს „ქართული ოცნების” ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ, კულტურულ და სულიერ გადაშენებამდე. ხალხი კვნესის, ერი გმინავს, ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, ხალხის დიდი ნაწილი გაღატაკებულია, მაგრამ ერის მიერ გამოხატული ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. პროტესტი უწყვეტად გრძელდება, მაგრამ მრავალჯერ დაუნდობლად სისხლით ჩაახშვეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, გაზით მოწამლეს, ფეხით გათელეს. ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ დასჯილი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები. ჩემი ხალხი კვლავ იბრძვის, პროტესტი გრძელდება.
ამგვარ პირობებში ჩემს მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ განვიხილავ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვისურვო ჩემი ერის რუსული აგრესიისგან და ხელისუფლების მხრივ უზომო ჩაგვრისა და უსამართლობისგან გათავისუფლება, რაშიც თქვენ, ჩვენი ქვეყნის უანგარო მეგობრებს, შეგიძლიათ დიდად დაგვეხმაროთ.
გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას.
თქვენთვის და ყველა სამართლიანი ადამიანისთვის მლოცველი,
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)“ – ვკითხულობთ წერილში. 
გაზიარება169

დაკავშირებული -პოსტები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან ბრალის დადგენილება 63 დემონსტრანტს უზუსტდება

ნოემბერი 13, 2025
23
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება

ნოემბერი 13, 2025
277
მთავარი

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ...

დაწვრილებითDetails

” ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა”- საალაშვილი

ნოემბერი 13, 2025
47
მთავარი

ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 13, 2025
34
მთავარი

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა დოლარის და ევროს განახლებული კურსი

ნოემბერი 13, 2025
36
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 13, 2025
436
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების...

დაწვრილებითDetails

3 ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც განსაკუთრებული ბედი აქვთ

ნოემბერი 13, 2025
89
მთავარი

ტყუპები — სამყაროს მარადიული მოსწავლეები ტყუპები ისე ცხოვრობენ, თითქოს ყოველი დილა ახალი ფურცლიდან იწყება. მათი სტიქია — ჰაერია, მისია კი — ცოდნისა და ურთიერთობების გაცვლა. ისინი სწრაფად ერგებიან გარემოებებს, პოულობენ...

დაწვრილებითDetails

სესხის გამცემი 26 000 ლარით დააჯარიმეს

ნოემბერი 13, 2025
427
ეკონომიკა

სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ბინობი“ ჯამში 26 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმების პროცესში საფინანსოს 3 დარღვევა დაუდგინდა, რის გამოც შესაბამისი ფულადი სანქცია დაეკისრა....

დაწვრილებითDetails

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია – შს მინისტრი

ნოემბერი 13, 2025
34
მთავარი

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი...

დაწვრილებითDetails

რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ნოემბერი 13, 2025
24
მთავარი

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».