არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას წარადგენს.
მისი თქმით, სააკაშვილთან 3 ვიზიტი განხორციელდა 5 ექიმის მონაწილეობით, კონსოლიუმის განხილვებში 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დასკვნას 8 ექსპერტი აწერს ხელს.
“თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან სამმა ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგრიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე,“- განაცხადა ლომჯარიამ.