უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საარტილერიო იერიშებით, დონეცკის ოლქის ქალაქები, ჩასივ იარი და ტორეცკი დაბომბეს.
როგორც ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
“რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩასივ იარი და ტორეცკი. ქალაქ ჩასივ იარში დაიღუპა ერთი კაცი. ტორეცკში კი რუსმა ტერორისტებმა ქალი მოკლეს” – წერს ერმაკი.