არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პოლიტპატიმრებს შეეხებოდა.
მისივე შეფასებით, „ყველა მათგანი დამნაშავეა“.
„არაერთხელ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ – არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.