მემგონი დღევანდელი საღამო არასოდეს არ დამავიწყდება….((((. ბავშვობის მერე თითქმის აღარ მქონია შეხება აბხაზებთან, ერთად ერთი კავშირი ჩემი დის კლასელი Нури Капба იყო, რაც ძაან მახარებდა, და დღეს ისე შევრცხვი ნურისთან, და მის ნათესავებთან, რომ ეს ბულო აფხაზი და აფხაზების შემორიგების იმედი საბოლოოთ გამიქრა….(((((. დილით დამირეკა ნურიმ – სიძე მიკვდებაო, კომაშიაო, და თბილისში მინდა გადმოვიყვანოო, ხომ ვერ დამეხმარებიო. რა თქმა უნდა თქო, გამიხარდა (რა თქმა უნდა ის არა რომ სიძე ცუდათაა, ის რომ მომეცა საშუელება დახმარებისა, ხელის გაწვდისა, როგორც ბავშვობის ამხანაგისათვის, ასევე აბხაზ ძმისათვის, თან ვიცი რომ სახელმწიფოს დიდი პროგრამები აქვს გამართული ჩვენი ძმების სამედიცინო დახმარებისათვის, და მზად არის უმკურნალოს მათ, თან მაღალ დონეზე, და თან რა თქმა უნდა უფასოდ. ამიტომ მშვიდათ და დარწმუნებით დავპირდი ნურის დახმარებას და მოვიმარჯვე ტელეფონი. პირველი ქალბატონი, რომელთანაც მეგობარმა დამაკავშირა იყო კომფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისათვის სამედიცინო დახმარების რაღაც “ნაჩალნიკი”. იმან მითხრა, რომ მშვიდად დარეკე 112 Georgia/112 საქართველო -ო, ეგეთი შემთხვევები პრიორიტეტში არისო, დახვდებიან მაღალ დონეზეო,. გააფრთხილე, რომ კომაშია და ხელოვნურ სუნთქვა ესაჭიროებაო, და იყავი მშვიდათო…. დავრეკე 112 Georgia ში, მართლაც დამამშვიდეს, არაა პრობლემა, დავხვდებითო ნეიტრალურ ტერიტორიაზეო, გადმოვიყვანთ, და რადგან ეს ზუგდიდის სასწრაფო იქნებაო, ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანენო, და იქ გადაწყდება თბილისში გადაიყვანენ თუ ქუთაისშიო, ორივეგან მაღალი დონის აღჭურვილობაცაა, და მაღალ დონეზეც მიიღებენო, და თან, რა თქმა უნდა უფადოდო… დავმშვიდდი, და თანაც ჩემი სამშობლოს სიამაყით აღვივსე, და ცოტე ჩემი ამ საქმეში ჩართულობისაგანაც….. დაურეკე ნურის, წამოდით, გელოდებით თქო. რო დაიძრებით, შემატყობინე თქო. დამირეკა გამოვდივართ, საზღვრზმდე საათნახევარი გვინდსო. 112 კი მითხრეს რომ საზღვრსმდე მოსვლას 20 წუთი რომ დააკლდება, მაშინ დაგვირეკეთო, სასწრაფომ ტყუილა რომ არ იყურყუტოსო…. მაინც დავრეკე ერთი საათით ადრე. კი თქვენი ზარი მიღებულია და პაციენტის გვარი სახელიც ჩაიწერეს კიდევ ერთხელ. შემდეგ გადავრეკე კიდე 20 წუთში. ვინაიდგან ყოველთვის სხვადასხვა ოპერატორი მხვდება მიწევდა ამ ისტორიის ყოველთვის თავიდან მოყოლა… (თუმცა მოგვიანებით, სადღაც მე 17 ტე დან 25 თე (!!!!) ზარზე ყველა ოპერატორი სახელის მოთხოვნაზე იძახოდა “ოპერატორი N 13 ვარო…!!!!!!!!!!.. ეხლა იმის შესახებ, თუ რატომ ვრრკავდი 25 ჯერ…. ჯერ აღმოჩნდა, რომ 112 სასწრაფოებს საერთოდ არ გააჩნიათ რეანიმობილები, და კომაში და ხელოვნურ სუნთქვით პაციენტებს, რომელიც საათნახევარი იდგა საზღვართან აფხაზეთის მხრიდან ვერ მიაწვდიან რეანიმობილს. შემდეგ სადღაც მე 19 ზარზე, როცა, უკვე, როგორც მიხვდით პაციენტი უკვე ჩამოიყვანეს საზღვართან, და მას არავინ დახვდა, გოგონამ გამომიცხადა, რომ საერთოდ არ მიუღია 112 დღეს ესეთი გამოძახებაო ჩემსგან, დ საერთოდ აი ეხლაც ის ჩემს ნომერს ვერ ხედაცს, და ვერ აფიქსირებს(!!!!!!!!), და თან 5ჯერ შემეკითხა, აქამდე ნამდვილად 112ზე რეკავდითო და უკვეთავდითო!?!?!?! ჩემი თავი რაღაც იაფფასიან კომედიაში მეგონებიდა, აფხაზეთის მხრიდან მესინჯერზე, ყოველ 3 წუთში ზარი და ტირილი და ნურის დის ბღავილით რომ არ ყოფილიყო. ბოლო 5-6 ზარზე, როგორც იქნა, მეობნებოდენ რომ სასწრაფო გავიდა ზუგდიდიდან და მალე მივა. ესე გრძელდებოდა კიდე 40-45 წუთი…. გუგლზე ვნახე რომ ზუგდიდიდან საზღვრამდე 8,5 კილომეტრია……. ბოლოს ეტყობა შეშლილის ხმით დავრეკე, და როდესაც კიდევ მითხრა სასწრაფო გზაშიაო, ხოლო როდის მივა, და რატო ვერ მივიდა აქამდე – არ გვაქვს ინფორმაციაო!!!! – ალბათ არაადამიანურად ვიღრიალე: დაუკავშირდით ზუგდიდის სასწრაფოს და კითხეთ რაშია საქმე თქო, 8 კილომეტრს ადამიანი ფეხით გაივლიდა ერთ საათში თქო…. ….და ღრიალმა გაჭრა……. 3 წუთში ოპერატორმა გადმორეკა და ზუგდიდის სასწრაფო დახმარების ექომის ტელეფონი (ეტყობა მთავარი) მომცა!!!!!!! (აი თქვენ თვითონ მოისმინეთ, ჩვენ უძლურები ვართ, სასწრაფო ჯანდაცვას ექვემდებარებაო!!!!!!’ და იცით რა მითხრა იმ ექიმმა??????? ჩვენ სასწრაფო არა გვყავს თავისუფალიო, და დღეს ვერ გაუშვებთ, ტყუილა ნუ გველოდებიანო…………………………………………………………..
ჩემი შემდეგი ღრიალის მერე ექიმმა მითხრა: დღეს დილითო აფხაზეთის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა მოილაპარაკესო, რომ პაციებტს დღეს ვერ მივიღებთო, და რას მოდიოდნენო……….. ….მე ემოციებიც, და ნერვები გამომეფიტა, ვზივარ მანქანაში ამ შუა ღამეს, ამ წერილს ვბეჭდავ, და ვიცი, რომ დღეს ძილი არ მიწერია…… ეგება, ცოტა კონიაკის სპირტი მაქვს და იმან ცოტათი მაინც დამამშვიდოს………….((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((. ხო, ბოლო ინფორმაციის შემდეგ ნური, და ის სასწრაფო გაბრინდნენ უკან….. იმედია უკვე ჩავიდნენ სოხუმში…. აი ჩავიდა თუ არა ნურის სიძე ცოცხალი, მაგას ვერ გეტყვით, და ალბათ ვერასოდესაც ვერ გავიგებ…. არა მგონია ნურომ კიდევ ოდესმე დამირეკოს…………………- წერს დავით ამაშუმელი.