LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არასრულწლოვნის დაჭრის საქმეში „კალატოზას“ ძმისშვილი, გიორგი ქარსელაძე ფიგურირებს

დაპოსტა 2021/02/05-ში
695
ნახვა
გაზიარება

2020 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი კ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, გადარჩა. გაირკვა, რომ არასრულწლოვანს მუხლები ჰქონდა დაცხრილული.

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქმეში ცნობილი „კანონიერი ქურდის“, დავით ქარსელაძის, იგივე „კალატოზას“ ძმისშვილი, გიორგი ქარსელაძე ფიგურირებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა და მასთან ერთადვე მიიმალა.

 

36 წლის გიორგი ქარსელაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ წარსულში გიორგი ქარსელაძე დაახლოებით 8-ჯერ არის გასამართლებული, მათ შორის განზარხ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. საუბარია 2018 წლის 13 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიორგი ქარსელაძემ ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ საქმეზე მას პირობითი მსჯავრი დაედო, თუმცა ახლა, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრის შემდეგ მის მიმართ პირობითი სასჯელი შესაძლოა, რეალურ პატიმრობად შეიცვალოს, რასაც სავარაუდოდ, შეუტყობინებლობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომაც დაემატება.

 

ის, რომ გიორგი ქარსელაძე 1-ელ დეკემბერს კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ მის მეგობართან, ბენო ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფებოდა, დაჭრილი ბავშვის დედის ჩვენებაც ადასტურებს, თუმცა სანამ მის ჩენებას გაგაცნობთ, ვნახოთ დადგენილება ბრალდების შესახებ:

 

„2020 წლის 01 დეკემბერს ქ.თბილისში, კლდიაშვილის ქუჩა N15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გიორგი ქარსელაძე იმყოფებოდა ბენო ჩიკვაიძესთან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე, დაახლოებით 19:00 საათზე ბენო ჩიკვაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არასრულწლოვან კ.ჩ-ს ორივე მუხლის არეში მიაყენა ნაკლებად მძიმე – ცეცხლნასროლი დაზიანებები. ბენო ჩიკვაიძე და გიორგი ქარსელაძე დაუდგენელ პირთან ერთად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გიორგი ქარსელაძემ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ბენო ჩიკვაიძის მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“. 

 

გამოძიებით და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ არასრულწლოვნის დაჭრას წინ უძღოდა ზემოხსენებული პირების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კლდიაშვილის ქუჩაზე. ამ ადგილას ისინი ქალისა და მამაკაცის ჩხუბს შეესწრნენ. ქალი ყვება, რომ მისმა ახლობელმა, ვინმე კ.ფ-მ აგურებით დაამტვრია სახლის ფანჯრები, სადაც არასრულწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ, რის გამოც ის მამაკაცს დაუპირისპირდა და მისი აგრესიის მოგერიება პოლის ჯოხით სცადა. სწორედ ამ კონფლიქტში ჩაერთო ბენო ჩიკვაიძე და მისი თანხმლები პირები. არასრულწლოვნის დედის ჩვენებით, ჩიკვაიძემ იარაღი ამოიღო და მის 16 წლის შვილს, რომელიც ჩხუბში ჩართულ პირების გაშველებას ცდილობდა, მუხლებში ესროლა. გასროლის შემდეგ კი ბენო ჩიკვაიძემ გიორგი ქარსელაძესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

 

„ჩემს წინ მდგომი სამი ბიჭიდან ერთ-ერთმა, რომელსაც ეცვა მუქი ფერის წელამდე ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსი, რომლის ჯიბიდან დაკიდებული ჰქონდა ბენდენა შავი თეთრში თავის ჩონჩხის გამოსახულებით, ეხურა შავი ფერის ქუდი. მან ჯინსის შარვლის წინა საქამრედან ამოიღო ვერცხლისფერი პისტოლეტი და სამჯერ გაისროლა ჩემი შვილის მიმართულებით, გასროლისას ჩემი შვილი მყისიერად წაიქცა და მივხვდი, რომ ის დაიჭრა, წავედი ინსტიქტურად მისკენ. ვნახე, რომ მარჯვენა და მარცხენა მუხლის არეში აღენიშნებოდა ჭრილობები, საიდანაც მოდიოდა მცირე რაოდენობით სისხლი. როდესაც დავრწმუნდი, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა არ ჰქონდა ჩემს შვილს, დავრეკე ადგილობრივ პოლიციაში. ამასობაში ზემოაღნიშნული სამი ბიჭიდან ერთ-ერთი, რომელმაც უშუალოდ ესროლა ჩემს შვილს კ.ბ-ს, სროლიდან მალევე გავიდა ეზოდან არკის გავლით, ხოლო ის ორი პიროვნება მას უკან გაყვა. მე არკისკენ გავყევი ზემოაღნიშნულ ორ პირს, რომლებიც ტოვებდნენ ტერიტორიას. არკაში დავეწიე აღნიშნულ ბიჭებს და დავუწყე ყვირილი, მინდოდა დრო გამეყვანა პოლიციის მოსვლამდე, რომ ისინი შემეჩერებინა. აღნიშნული ორი პიროვნებებიდან, რომელსაც ჰქონდა დიდი ზომის წვერი, ვკითხე – იმ ბიჭს რა ჰქვია, რომელმაც ჩემს შვილს ესროლათქო, რაზეც მან მიპასუხა – რავიცი მეო. ისინი დიდხანს არ გაჩერებულან და მალევე დატოვეს ტერიტორია. ამის შემდეგ მე დავბრუნდი ისევ ეზოში, რათა ყურადღება მიმექცია ჩემი შვილისთვის, რომელიც იყო დაჭრილი. ამასობაში, ეზოში ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც მომეხმარნენ ჩემი ბიჭის ზურგზე წამოწვენაში. გარკვეული პერიოდის მერე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება“, – ყვება ჩვენებაში დაჭრილი არასრულწლოვნის დედა.

 

დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის გიორგი ქარსელაძე [დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით] დააპატიმრეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ცნობისთვის: გიორგი ქარსელაძის ბიძას, დავით ქარსელაძეს კრიმინალურ წრეებში „კალატოზას“ მეტსახელით იცნობენ. ის საქართველოსა და საზღვარგარეთ არაერთხელ არის ნასამართლევი. 2018 წელს „კალატოზას“ სოჭში თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. 

გაზიარება278

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
43
მთავარი

17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
335
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

დეკემბერი 9, 2025
80
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.7k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს”- კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
53
მთავარი

თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
77
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

” საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს” – კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
19
მთავარი

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!”- გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერი 9, 2025
13
მთავარი

მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

დეკემბერი 9, 2025
21
მთავარი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2025 წლის რეიტინგი განაახლა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერია. ქართველმა სპორტსმენმა 5751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».