წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში მოსახლეობა უწყობას უჩივის. მათ დღე აქცია გამართეს და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან.
აქციის მონაწილეების თქმით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები არ სრულდება.
“ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები ყოველ თვე მოდის და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას”, -განაცხადეს ადგილობრივებმა.
მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.