თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის კვლევის შესახებ განაცხადა.
“აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში.
უამრავი შეხვედრა, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.