არავის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება ამ ეტაპზე და ვართ დაკვირდების ქვეშ – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნათია ხაზარაძემ განუცხადა. რომელიც დადასტურებული კოვიდ19-ით ზუგდიდის სოფელ რუხში 18 თანამშრომელთან ერთად იმყოფება. როგორც ნათია ხაზარაძე აღნიშნავს ისინი კვლევის შედეგს ელოდებიან:
“ზუგდიდის სოფელ რუხში ვართ, საავადმყოფოში. პირობები მოწესრიგებულია, რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა. 19 ვართ აქ. ჯერ არანაირი სიმპტომები არ გვაქვს. კვლევებს ვიტარებთ ახლა და ხვალ იქნება პასუხები.
ყველას მდგომარეობა არის ნორმალური, თავს ვგრძნობთ კარგად, არავის ტემპერატურა არ მომატებია. არავის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება ამ ეტაპზე და ვართ დაკვირდების ქვეშ. მკურნალობის დაწყება დამოკიდებულია კატეს პასუხზე. სანამ ანალიზები და კატეს პასუხი არ იქნება მანამდე მკურნალობა არ დაიწყება. ტყუილად ხომ არ დავლევთ ტაბლეტებს. როგორც ვიცი ყოველ მეხუთე დღეს გვიწევს ისევ ტესტის გაკეთება, მგონი ასეა პროტოკოლით გათვალისწინებული.” – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნათია ხაზარაძემ.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მათი ინფიცირების წყარო 60 წლის თანამშრომელი ქალია, რომელიც ცაგერის კლასტერს მიეკუთნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევათა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს უფასო პისიარ კვლევა უტარდებათ