Ოთო დანელიას ლექსები გამორჩეულია პატრიოტიზმით, მასში გაცხადებული გრძნობითა და მკაფიო ლექსიკით. Მან თავის მკითხველს ახალი ლექსი სოხუმზე სწორედ, აფხაზეთის დაცემის დღეს შესთავაზა, რომლის აღქმას ქეთი დავლიანიძის ნახატი კიდევ უფრო ამძაფრებს:
,,სოხუმში ახლა
სევდიანად უკრავს ნიავი,
სოხუმში ახლა
უქართველო ცა სხვა ფერია,
რაღაც აკლია იქაურ ზღვას,
იქაურ ქუჩებს,
სახლებსაც მზერა გაეყინათ,
წარსულს ელიან.
იქ ახლა მორდუს აღარ ზრდიან
მოძმე თარბები,
არც “ურაიდას” აღარ ვმღერით
ორ და მეტ ხმაში,
აღარც ქორწილებს ვიზიარებთ,
აღარც ადათებს,
არც “მარულაში” ვცდით ერთმანეთს,
არც-ღვინის სმაში.
სოხუმში ახლა თოლიები
იქცნენ ამბებად,
მათი ჟივილი მოსდებია
ჩვენს სანაპიროს,
არავინ შეცდეს,არ გაბედოს
და აფხაზეთში
უსაქართველო მომავალი
არ დააპიროს!
ოთო დანელია
27.09.2020
ნახატის ავტორი: ქეთი დავლიანიძე