“ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორ ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას ქართველობის წართმევის მცდელობას, გარყვნილობა და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და აშშ-სა და ევროპაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას, ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერს უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთობა და გაგება შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს, ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს, ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით” | ზურაბიშვილი
საქართველოში სამი პაციენტი ლეპტოსპიროზს ებრძვის
საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის. ბაქტერია, ღია წყლებში, ტბესა და ჭებში ცხოველის ექსპრემენტების მოხვედრით...