ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 772 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა, საიდან იმერეთში 7 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვებიდან იმერეთის საავადმყოფოებში 1 241 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის 202 მძიმე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში 310 ადამიანია მოთავსებული. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 26 პირი. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 313 ადამიანი.