”ანიტას მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ საკმაოდ მძიმეა” – ამის შესახებ ჯგუფში ”ანიტასთვის” წერენ.
”მეგა ტვ” პოსტს უვლელად გთავაზოთ:
”ჩვენი გოგოს მდგომარეობა სტაბილური მაგრამ საკმაოდ მძიმეა.
? იგი ამ დრომდე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვისა და ეკმოს გულის აპარატზე.
? გრძელდება სეფსისის მკურნალობა, ახალ ინფექციასთან საბრძოლველად შერჩეულია ანტიბიოტიკური პრეპარატი, რომლის ეფექტურობის დადგენა გარკვეულ დროს საჭიროებს.
? უახლოეს მომავალში ანიტას გაუკეთდება განმეორებითი დოპლეროგრაფია, რითიც დადგინდება კიდურებში სისხლის მიმოქცევის ხარისხი.
?? დღეს ძალიან ბევრმა მომწერეთ კითხვით თანდაყოლილია თუ არა ანიტას დაავადება რაზეც პასუხია -არა.
?? ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი და იშვიათად ავადობდა. გარდა ამისა, ახალშობილობის პერიოდში, საპროფილაქტიკოდ აქვს გაკეთებული გულის ულტრასონოგრაფია, რომლის საფუძველზეც გულის არანაირი დაზიანება და თანდაყოლილი დაავადება არ გამოვლენილა.
? ანიტამ გადაიტანა ვირუსული ინფექცია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მოხდა მისი სტაციონარში მოთავსება, სადაც დაფიქსირდა გულის დაავადება.
❣️ თუმცა ჩვენი გოგო ისეთი ძლიერია, რაც არაერთმა ექიმმა დაგვიდასტურა, რომ ვიცით მალე ყველაფერს დაძლევს და დაგვიბრუნდება სამშობლოში.
#ანიტას ❤ სთვის.”