მასობრივი მკვლელი ანდერს ბრეივიკი სასამართლოს შეწყალების თხოვნით მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„მისი მოთხოვნის თანახმად, შეწყალების თხოვნა გავაგზავნე. ეს არის უფლება, რომელიც ყველა პატიმარს აქვს და მას ამ უფლების გამოყენება სურს“, – განაცხადა ბრეივიკის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. სასამართლომ ნორვეგიელ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.