LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა, არ ვიცი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი-სამადაშვილი

დაპოსტა 2023/09/22-ში
გაზიარება

ჩვენ დღეს აქ მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან ანატომიური აღწერა კორუფციული სქემების დალაგების ჩვენს ქვეყანაში და გეოპოლიტიკური ინტერესების გადალაგების აშშ-ის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე უსმენენ.

სამადაშვილის განცხადებით, მას არ გაჰკვირვებია, რომ კონკურსში განმცხადებელთა შორის არ არის არც ერთი ამერიკული კომპანია. მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კომპანია „აღმოჩნდება, რადგან ჩინეთთან კორუფციულ გარიგებაში შესვლა მარტივია“.

„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით – მაშინ, როდესაც ეს მართლაც საუკუნის პროექტი შედიოდა იმ ფაზაში, როდესაც უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო აშშ-ის თანამონაწილეობით, ეს დავალება უნდა შესრულებულიყო. დაიწყო პროექტის საბოტაჟი. დღეს, როდესაც რუსეთის ჯაშუშის ფარცხალაძის წინააღმდეგ ხელისუფლება არათუ არ ატარებს არავითარ ღონისძიებებს, არამედ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით ხელს უწყობს მას, რომ მშვიდად გაიტანოს საკუთარი ფინანსური აქტივები ამ ქვეყნიდან, დაიწყო სამართლებრივი დევნა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ყადაღა დაედო მათ ანგარიშებსა და ქონებას. ამ პირობებში, სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში, ცხადია, რომ პროექტს შეექმნა პრობლემები და თქვენ იცით, რომ დღეს მიმდინარეობს შესაბამისი დავა არბიტრაჟში. ამიტომ, არ მიკვირს, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არავის არ სურს ფულის ჩადება ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსში გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური განმცხადებელი. ის ხელისუფლება, რომელიც 2019 წელს ამბობდით, რომ 50 მილიონიანი გარანტიის გაცემა ანუ თეორიული ხარჯი 50 მილიონი იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ, რომ დახარჯოთ ამ პროექტში, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულს, ცხადია – თქვენი ფული არ არის და ტარიელ ღარიბაშვილის ფული არ არის. მე მაინტერესებს 50 მილიონი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ, აღარ არის [სარისკო]?- სიმართლე მარტივია, ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით. ეს პროექტი აშენდება თუ არა არ ვიცი იმიტომ, რომ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

მეუფე იოანემ კათოლიკეები ქუთაისის ხარების ეკლესიაში არ შეუშვა

დეკემბერი 9, 2023
211
მთავარი

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ხარების ტაძარში არ შეუშვეს.  კათოლიკე მრევლი მათთვის ჩამორთმეულ ყოფილ კათოლიკურ ტაძარში, თითქმის 15 წელია, ყოველ 8 დეკემბერს, ღვთისმშობლის...

დაწვრილებით

ქუთაისში, მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა (+ვიდეო)

დეკემბერი 9, 2023
469
მთავარი

ქუთაისში,  მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ადგილობრივები შემთხვევით გადაურჩნენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ინვესტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც  მოქალაქეები ამბობენ,  სამუშაოები დარღვევებით...

დაწვრილებით

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

დეკემბერი 9, 2023
450
მთავარი

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო - ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს. საუბარია გარდაბანში, მაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს....

დაწვრილებით

არასრულწლოვნის მიმართ იძულებაში ბრალდებულს ქუთაისის ქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

დეკემბერი 9, 2023
77
მთავარი

„ევროპული საქართველოდან“ ვანის საკრებულოს წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე პატიმრობა შეუფარდა. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავება. საქმის მასალებით დგინდება, რომ ძაგნიძემ 16 წლის...

დაწვრილებით

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 525 ავტომობილის მეპატრონე დაჯარიმდა

დეკემბერი 9, 2023
28
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და...

დაწვრილებით

უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნან პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი – კლინიკამ ყოფილ თანამშრომელს ბანერზე “სმაილი” გადააკრა

დეკემბერი 9, 2023
605
მთავარი

კომპანიას მოვუწოდებ უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნას პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი - ამბობს ბავშთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე "მეგა ტვ"-თან საუბრისას და აღნიშნავს რომ ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკის მიმართ სასამართლო დავის დაწყებაზე ფიქრობს. მას...

დაწვრილებით

დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები-ზელენსკი

დეკემბერი 9, 2023
37
მთავარი

"დღეს ვესაუბრე ესტონეთის პრემიერმინისტრს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და სავსებით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებს აუცილებელი შედეგების მისაღწევად. მადლობელი ვარ გაგებისთვის და დახმარებისთვის. რა თქმა უნდა,...

დაწვრილებით

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში გაემგზავრება

დეკემბერი 9, 2023
18
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში მიემგზავრება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ხდება ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან, სადაც წერია, რომ პეტრ პაველი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს. ამ კონკრეტულ ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს მთავრობის ადმინისტრაციამ უარი...

დაწვრილებით

მოსალოდნელია თოვა,ნისლი-ამინდი უარესდება

დეკემბერი 9, 2023
64
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. უწყების თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...

დაწვრილებით

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

დეკემბერი 9, 2023
16
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე. საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და  ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.    

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ბათუმში მუშა გარდაიცვალა

იანვარი 30, 2021
59
მთავარი

პანდორას ყუთი უნდა დაიხუროს_მიხაილო პოდოლიაკი

სექტემბერი 25, 2022
41
მთავარი

კანტემ შესაძლოა “ჩელსი” დატოვოს

თებერვალი 26, 2022
46


.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!