ამ წუთებში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.
ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.
პანდემიის გამო წლევანდელ ინაუგურაციის ცერემონიას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებიან.