საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონის მერის, არნო მურჟიას ავტომობილი დაუდგენელმა პირებმა დაწვეს. ინფორმაციას ის “Twitter-ზე” ავრცელებს.
“ამ ღამეს ჩემი პირადი მანქანა დაწვეს, რომელიც ჩემს სახლთან იყო გაჩერებული.
მეხანძრეების მოქმედების წყალობით, რომლებსაც მადლობას ვუხდი, ცეცხლი არ გავრცელებულა იმ შენობაზე, სადაც მე, მეზობლებს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს გვეძინა“, – წერს მურჟია.
მან მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მომხდარს, “მკაცრი” რეაგირება მოეხდინა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმა საჯარო მოსამსახურეზე 2021 წელს “წარმოუდგენელია”.