“სამწუხაროდ ამ ნაწილში უნიკალური მხატვრობა უკვე განადგურებულია და აღდგენას ვერ დაექვემდებარება!” – ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ფოტოებთან ერთად აქვყნებს.
“გელათის ფრესკების დათვალიერება 05.10.2020
ფოტოებზე ასახულია დასავლეთ მკლავის ფერწერული ფენის მდგომარეობა, სადაც პირდაპირი ზემოქმედებით წყლის ინფილტრაციამ უნიკალური მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.
ფრესკების ფორმები უკვე აღარ განირჩევა, ბათქაშის გაფხვიერების და ცვენის პროცესი შეუქცევადია.
სამწუხაროდ ამ ნაწილში უნიკალური მხატვრობა უკვე განადგურებულია და აღდგენას ვერ დაექვემდებარება!
ამ მდგომარეობის ფონზე სააგენტოში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციას თან სდევდა მცირე ხარვეზები, მხოლოდ გამომარილებას აქვს ადგილი ფრესკებზე რაც ფრესკების დაზიანებას არ იწვევს.” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.