საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნულია, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. დიპლომატები წერენ, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. არ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების საკმარისი დაცვა. მეგა ტვ-ს გადამღები ჯფუფი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩების განაცხადებებს და 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.









