ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია.
ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდი 7 103 საწოლს შეადგენს, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც მობილიზაცია განხორციელდა, სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი.
„ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდ მკურნალობას 6 116 პაციენტი გადის. 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და კოვიდინფექციის დადასტურებას ელოდება. 1 167 პაციენტი ინტენსიურ საწოლზეა მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.