ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ამ ეტაპზე მეწყერში მოყოლილი ოჯახის პირადი ნივთებია ნაპოვნი.
„ზემოდან გორა წამოვიდა და მიწასთან გაასწორა ყველაფერი. გაუჩინარებულია ხუთი ადამიანი, ოჯახის სამი წევრი და ორი მსუბუქ ავტომობილში მყოფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ. ამ დროისათვის ჯერ არავინ უპოვიათ”,- აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები