ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმეზე ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გადაცდომებზე საუბარი გაუჭირდებათ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხარაულის დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. რაც გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა, იმისთვის რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ იმ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ასეთი ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი, ალბათ, გაგვიჭირდება”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
28 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.