დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8536 ადამიანია აცრილი. მისივე განმარტებით, იზრდება ყოველდღიური აცრების რაოდენობაც, რომელმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 1055 შეადგინა.
„ქვეყანაში 15 მარტიდან მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო აცრები. დღეისთვის აცრილია 8536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, აქედან 6780 არის აცრილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით და 1756 –„ფაიზერის“ ვაქცინით. ბოლო 3 დღის განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობა, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის 24 ჰოსპიტალში, აქედან 6-ში „ფაიზერის“ და დანარჩენში „ასტრაზენეკას“, იზრდება, დღეს დილისთვის გვქონდა ბოლო 24 საათში 1055 და ამ წუთისთვის დამატებულია 412 აცრა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.