ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 28-ე სხდომა გამართა. დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. ადგილზე არ იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ბოიკოტის რეჟიმში არიან.
სხდომის დასრულების შემდეგ მერმა ჟურნალსიტების კითხვებს უპასუხა. მედიის წარმოადგენლებმა რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.