ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს :”ამ ბოლო დროს ტირილი რომ დამჩემდა ადრეც ვწერდი. აი ასე, ავდგები და როცა მინდა მაშინ მოვცხებ ტირილს, თან ისე რომ ცრემლები თავისით იწყებენ დენას.
დღეს ქუთაისის ბულვარში გალა კონცერტი მიმყავდა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საოცრად ნიჭიერი ბავშვები. პირდაპირ დაფრინავდნენ სცენაზე. ერთ-ერთი შემსრულებლის გამოსვლა რომ მოახლოვდა და გამოვაცხადე, შევხედე მსუქანმა ( რაღაცნაირად ზორბა) კაცმა აიტატა და ისე შემოსვა სცენაზე მისი კაფანდარა გოგონა. ჯერ პირჯვარი გადასახა, მერე მარჯვნიდან შემოატრიალა, შუბლზე აკოცა და სცენაზე “შეაგდო”. მერე იქედან გამოექანა ძუნძულით, მოუარა სცენას, ჩართული ტელეფონი გახმოვანების ბიჭებს მიაჩეჩა, დააჭერინა ვიდეო გადაღებაზე. მერე უცებ მეორე ტელეფონი წააძრო შარვლის უკანა ჯიბიდან და ფოტოების გადაღება დაიწყო. დაიწყო მარა რა დაიწყო… ხან ძელსკამზე შეხტა, ხან დედოფლები, რომ ფოტო სესიის დროს ხიდზე იზნიქებიან ისე იღებდა, ხან დაიჩოქა, ბოლოს მიწაზე დაწვა. სანახაობა ცოტა კომიკურიც იყო. ამის შემხედვარე ადამიანების ერთი ჯგუფი გამხიარულდა და სიცილი დაიწყო. მე კი (როგორც მჩვევია) ჯერ ცრემლები წამსკდა და მერე ტირილი მოვრთე. ძალიან შემრცხვა, სახელდახელო კულისებში მივიმალე და ვოცნებობდი ჯერ სიმღერა არ დასრულებულიყო, რათა ნორამლური სახის მიღება მომესწრო.
იქით ხალხი იცინოდა, აქეთ მე ვტიროდი. მხოლოდ ვერ მიხვდა, იქვე მყოფი უბნის მეეზოვე, რა ჯანდაბა მატირებდა. არ უკითხავს მაგრამ რომ ეკითხა “რატომ ტირით? მოგიკვდათ ვინმე?”- ვეტყოდი:
-დიახ მომიკვდა. მამა მომიკვდა 22 წლის წინ…”
რუსეთმა ამერიკა სულ მცირე ორჯერ გადაარჩინა-პატრუშევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან, Российская газета-სთან საუბარში თქვა ,რომ რუსეთმა აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა. "ჩვენი მრავალსაუკონოვანი კულტურა ეფუძნება სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის,...