ქობულეთში მშენებლობაზე ამწე ჩამოვარდა, რის შედეგად მუშა დაშავდა. იგი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მსუბუქი დაზიანებები აქვს.
“ამწე რომ ვარდებოდა, მამაკაცი გადმოხტა და ასე გადაურჩა უბედურ შემთხვევას. დაზიანება, რა თქმა უნდა, მიიღო, მაგრამ როგორც ვიცით, თავს კარგად გრძნობს”, – აცხადებენ თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.